ბარათის დამატება ან წაშლა
ბარათით გადახდა მოქმედებს iOS (ვერსია 8.0 და უფრო ახალი) და Android (ვერსია 4.0 და უფრო ახალი) აპლიკაციით შეკვეთის გაფორმებისას.
როგორ დავამატოთ ბარათი
აპლიკაციას შეგიძლიათ მიაბათ მაქსიმუმ 5 საბანკო ბარათი:
- გახსენით აპლიკაციის მენიუ ბარათის მიბმა (ან ბარათის დამატება).და დააჭირეთ ღილაკს
- მიუთითეთ ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და CVV კოდი. ბარათის ნომერი შეგიძლიათ შეიყვანოთ ხელით ან დაასკანიროთ სმარტფონის კამერით – ამისათვის დააჭირეთ ხატულას .
- კიდევ ერთხელ დააჭირეთ ღილაკს ბარათის მიბმა (ან ბარათის დამატება).
ბარათის ტიპის, ემიტენტი ბანკის და სხვა პირობების მიხედვით, ბარათის შემოწმება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით ხდება:
- ბარათის ანგარიშზე ხდება მცირე თანხის დაკავება. დარეზერვებული თანხა არ ჩამოიჭრება და კვლავ ხელმისაწვდომი გახდება შემოწმების დასრულების შემდეგ.
- აპლიკაცია გთავაზობთ ბარათზე დარეზერვებული თანხის შეყვანას. თანხის ოდენობა შეგიძლიათ გაიგოთ SMS-იდან (თუ ჩართული გაქვთ SMS შეტყობინებები ბანკისგან) ან ანგარიშის ამონაწერიდან ბანკის საიტზე ან აპლიკაციაში.
- შემოდის ბარათის 3-D Secure ვერიფიკაციის მოთხოვნა ემიტენტი ბანკის საიტზე. დადასტურების მეთოდი დამოკიდებულია თქვენს ბანკზე. შემოწმების შემდეგ თქვენ დაბრუნდებით აპლიკაციაში.
როგორ წავშალოთ ბარათი
- გახსენით აპლიკაციის მენიუ.
- აირჩიეთ ბარათი და დააჭირეთ ღილაკს ბარათის წაშლა.