გადახდის მეთოდის არჩევა

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო ბარათით.

მგზავრობის ღირებულების ბარათით გადახდისთვის მიაბით ბარათი აპლიკაციაში. შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ბარათის დამატება. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია, თუ შეკვეთას აფორმებთ iOS (ვერსია 8.0 და უფრო ახალი) ან Android (ვერსია 4.0 და უფრო ახალი) აპლიკაციაში.

აირჩიეთ გადახდის მეთოდი მანქანის შეკვეთის დროს. თუ მგზავრობა უკვე დაიწყო, შეგიძლიათ შეცვალოთ ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდი ბარათით გადახდის მეთოდით, მაგრამ არა პირიქით.

თუ აირჩიეთ გადახდა ბარათით, მაგრამ ბარათი დაბლოკილია ან მასზე არ არის საკმარისი თანხა, გადახდის მეთოდი შეიძლება ავტომატურად გადაირთოს ნაღდ ანგარიშსწორებაზე. თქვენ და მძღოლი ამის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას აპლიკაციაში.