მგზავრობის შეკვეთა

  1. შეიყვანეთ მანქანის მიწოდების მისამართი. თუ საჭირო მისამართი მითითებულია ნაგულისხმევად, დააჭირეთ ღილაკს საით.

    სხვა მისამართის ასარჩევად დააჭირეთ ღილაკს მისამართის შეცვლა ან გადააადგილეთ წერტილი რუკაზე.

  2. მიუთითეთ დანიშნულების ადგილი და მგზავრობისთვის გამოითვლება სავარაუდო ღირებულება.

    შეგიძლიათ დაამატოთ მაქსიმუმ 3 შუალედური წერტილი (დააჭირეთ ღილაკს ). შუალედური მისამართების მქონე მარშრუტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის გაფორმების დროს.

  3. აირჩიეთ ტარიფი და გადახდის მეთოდი.

    შეკვეთის გაფორმების შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ ნაღდი ანგარიშსწორება ბარათით გადახდის მეთოდით. თუ აპლიკაციასთან მიბმულია რამდენიმე ბარათი, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი. ამისათვის ეკრანის ქვედა ნაწილში დააჭირეთ ოფციას  → როგორ გსურთ გადახდა? (გადახდის მეთოდი).

  4. შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი ინფორმაცია.

მგზავრობის შემდეგ შეაფასეთ მძღოლი. რეინტინგზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მძღოლი შეკვეთების მიღების გაგრძელებას სერვისში.

მგზავრობის გასაუქმებლად ეკრანის ქვედა ნაწილში დააჭირეთ ოფციას  → შეკვეთის გაუქმება.

შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ ასევე სერვისის პარტნიორთან დარეკვით. ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია მგზავრობის მენიუში ( → მგზავრობის დეტალები).

გაითვალისწინეთ, რომ ავტომობილის მიწოდების შემდეგ შეკვეთის გაუქმება ფასიანი იქნება.