როგორ დავუტოვოთ მძღოლს დანამატი

ოფცია მუშაობს მგზავრობის მხოლოდ საბანკო ბარათით გადახდისას.

თუ მოგეწონათ მგზავრობა, შეგიძლიათ დაუტოვოთ მძღოლს დანამატი.

იმისათვის, რომ მიუთითოთ დანამატის ოდენობა ყველა მგზავრობისთვის, გახსენით აპლიკაციის მენიუ  → გადახდის მეთოდი → ნაგულისხმევი დანამატი და აირჩიეთ დანამატის ოდენობა.

დანამატის ოდენობის შეცვლა შესაძლებელია აპლიკაციის მენიუდან ან მგზავრობის დასრულებისას, მძღოლის შეფასების შემდეგ.

დანამატი ავტომატურად ჩამოიჭრება, თუ მგზავრობის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში დადებითად შეაფასებთ მძღოლს (ან გამოტოვებთ შეფასებას) და დააჭერთ ღილაკს მზადაა.

დანამატი არ ჩამოიჭრება, თუ მგზავრობის დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უარყოფითად შეაფასებთ მძღოლს და დააჭერთ ღილაკს მზადაა.

თუ მგზავრობის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ დააჭერთ ღილაკს მზადაა, დანამატის თანხა დაიბლოკება 24 საათით. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ შეცვალოთ დანამატის ოდენობა ამ მგზავრობისთვის – ერთი დღის შემდეგ დანამატი ჩამოიჭრება მითითებული ოდენობით.

თუ აირჩიეთ გადახდის მეთოდად Google Pay, დანამატს მძღოლს ვერ დაუტოვებთ. დანამატი ასევე არ მუშაობს პრომოკოდით მგზავრობისას.