რამდენიმე მანქანის შეკვეთა

ფუნქცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.

უნდა მიხვიდეთ რესტორანში დიდი ჯგუფით, რომელიც ვერ მოთავსდება ერთ მანქანაში? ან თეატრიდან გამოსვლის შემდეგ გამოიძახოთ მანქანა თქვენთვის და დედისთვის, მაგრამ სხვადასხვა ადგილზე ხართ წასასვლელები? შეუკვეთეთ ერთდროულად 2 ან 3 მგზავრობა.

პირველი ავტომობილის შეკვეთის შემდეგ მგზავრობის დეტალებში დააჭირეთ ღილაკს კიდევ ერთი ტაქსის შეკვეთა. ისევ აღმოჩნდებით შეკვეთის ჩვეულ ინტერფეისში.

გადახდის მეთოდებში აირჩიეთ:

  • თქვენი ბარათი, თუ გსურთ საკუთარი სახსრებით გადაიხადოთ მგზავრობის ღირებულება.
  • ნაღდი ანგარიშსწორება, თუ მგზავრი გადაიხდის თვითონ.

გსურთ იმის გაგება, თუ ვინ მივა პირველი საბოლოო მისამართამდე? თვალი ადევნეთ მგზავრობების შესახებ მთავარი ინფორმაციის ამსახველ შეკვეთების ბარათებს ეკრანის ქვედა ნაწილში.

ერთდროულად რამდენიმე მანქანის შეკვეთა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკვე გქონდათ მგზავრობები სერვისში.