ადგილზე მიწოდების შეკვეთა

მომსახურება "ადგილზე მიწოდება" საშუალებას მოგცემთ სწრაფად გააგზავნოთ მცირე ზომის ნივთი, თუ ვერ ახერხებთ მის დამოუკიდებლად წაღებას. ადგილზე მიწოდების გაფორმებისას მიუთითეთ მიმღების ტელეფონის ნომერი. იგი მიიღებს საიტის ბმულს, სადაც შეძლებს თვალყურის დევნებას ავტომობილის მოძრაობაზე. მომსახურების ანაზღაურება შეიძლება ბარათით, Apple Pay-ს ან Google Pay-ს საშუალებით.

მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი შეფუთული იყოს კონვერტში, კოლოფში ან პაკეტში, ეტეოდეს მანქანაში და იწონიდეს არაუმეტეს 20 კგ. არ შეიძლება ისეთი ნივთის გადაზიდვა, რომელსაც მანქანის სალონის გაფუჭება შეუძლია.