მგზავრობის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს პიკის საათის კოეფიციენტის გათვალისწინებით იმ შემთვევებში, რომლებიც არიან მითითებული სერვისის გამოყენების პირობებში.
ფასიანი გაუქმების გამოყენება ხდება შეკვეთის გაუქმებისას ტაქსის მოწოდების მომენტიდან სერვისის ფუნქციონალური შესაძლებლობის საშუალებებით ან მოწოდებულ ტაქსთან გამოუსვლელობის შემთხვევაში. ფასიანი გაუქმების ღირებულების გაანგარიშება ხდება მგზავრობის ღირებულების ანალოგიურად დროის იმ პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც გავიდა დანიშნულების ადგილზე ტაქსის ფაქტობრივი მისვლის მომენტიდან ან შეკვეთის შესახებ ინფორმაციაში მითითებული მიწოდების მომენტიდან (გააჩნია, რომელი მათგანი დადგა უფრო გვიან) შეკვეთის გაუქმების მომენტამდე ან ფასიანი მიწოდების ღირებულების ოდენობით (თუ შეესაბამება) ან შესაბამისი ტარიფით მგზავრობის მინიმალური ღირებლების ფარგლებში. აეროპორტში შეკვეთის ფასიანი გაუქმებისას გამოიყენება ქალაქში მგზავრობის ტარიფები ადგილზე მიწოდების ღირებულების გამოკლებით, რომლის გაანგარიშება ხდება ქალაქგარეთ ტაქსის მიწოდების ტარიფის მიხედვით; ამასთან გაუქმების მაქსიმალური ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთიანი მგზავრობის ღირებულებას (ტარიფის მიხედვით უფასო მოცდის დროის ჩათვლით, თუ ასეთი გათვალისწინებულია).
ტარიფი მოქმედია 13.06.2023-მდე.