მინიმალური ღირებულება (ჩართული 10 წთ და 5 კმ) — 12 ₾
მინიმალური ღირებულება  — მაქსიმუმ 12 ₾
უფასო ლოდინი — 10 წთ
ფასიანი მოცდის დრო  — მაქსიმუმ 0,32 ₾/წთ
შემდეგ ქალაქში — მაქსიმუმ 0,77 ₾/კმ,მაქსიმუმ 0,48 ₾/წთ
შემდეგ  — მაქსიმუმ 1,72 ₾/კმ, 0,48 ₾/წთ
დანამატი ტაქსის ტელეფონით გამოძახებისთვის — მაქსიმუმ 1,2 ₾
მომსახურების საკომისიო  — მაქსიმუმ 3%
Free wait time at destination  — მაქსიმუმ 10 min
შემდეგ რეგიონის მასშტაბით
მაქსიმუმ 1,54 ₾/კმ
შემდეგ რეგიონის მასშტაბით
მაქსიმუმ 0,48 ₾/წთ
შუალედური წერტილი
მაქსიმუმ 5,4 ₾
შუალედური წერტილი
მაქსიმუმ 4,5 ₾
შუალედური წერტილი
მაქსიმუმ 3,2 ₾

სერვისის პარტნიორების დამატებით მომსახურებებსა (ავტომობილის ძარას ზომის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის, ფასიანი ლოდინის დროისა და ა.შ.) და მათ ღირებულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხარდაჭერის სამსახურში.

ტარიფის „სატვირთო“ შემთხვევაში უფასო ლოდინი ნიშნავს ავტომობილში ტვირთის უფასოდ დატვირთვის დროს.
უფასო გადმოტვირთვა 10 წუთს მოიცავს. ამის შემდეგ ღირებულება გამოითვლება ზემოთ მითითებული ტარიფის მიხედვით (ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის მომსახურების ღირებულება წუთობრივად იმატებს).

ტაქსის სამსახურების (სერვისის პარტნიორების) ტარიფები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს. მითითებულია მომსახურებათა მაქსიმალური ღირებულება.
ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ტაქსის სამსახურების (სერვისის პარტნიორების) მიერ, მომხმარებლის (ტვირთის მფლობელის) ან მისი წარმომადგენლის თანხლებით სატრანსპორტო საშუალების დაფრახტვის ხელშეკრულების საფუძველზე.

მგზავრობის საანგარიშო ღირებულება, რომელიც მითითებულია სერვისში, შესაძლოა, შეიცვალოს ტაქსის სამსახურების (სერვისის პარტნიორების) ტარიფებიდან გამომდინარე, ასევე „პიკის საათების“, „ხაზოვანი სიმჭიდროვის“ თუ „ერთობლივი მგზავრობის სიმჭიდროვის“ კოეფიციენტების გამოყენების დროს, ან/და დანამატის გამოყენების, მგზავრობისას დანიშნულების პუნქტის შეცვლის, მგზავრის მოთხოვნით გაჩერებისა თუ სხვა შემთხვევებში, რომლებიც განმარტებულია სერვისის გამოყენების პირობებში.

მომხმარებლის აყვანა, შესაძლოა, ფასიანი იყოს. ფასიანი აყვანის ღირებულება ემატება გადაყვანის ღირებულებას და ეფუძნება:
(1) შესაბამის ავტომობილსა და მომხმარებლის მდებარეობას შორის მანძილს; და
(2) დროს, რომელიც საჭიროა აღნიშნული ავტომობილისთვის ამ მანძილის დასაფარად.

მომხმარებლის მდებარეობის მიხედვით, მოთხოვნის გაუქმება, შესაძლოა, ფასიანი იყოს შემდეგ შემთხვევებში:
(1) როცა მომხმარებელი აუქმებს მოთხოვნას, ან როცა მოთხოვნა გაუქმებულად ითვლება ქვემოთ განმარტებულ შემთხვევებში:
(ა) მომხმარებლის მიერ მოთხოვნის გაუქმება სერვისის მეშვეობით, ავტომობილის ადგილზე მისვლის შემდეგ;
(ბ) ავტომობილის ადგილზე მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მასთან გამოუცხადებლობა (ფასიანი ლოდინის დროის გათვალისწინებით).
ამ შემთხვევაში ფასიანი გაუქმების ღირებულება გამოითვლება, როგორც:
(ა) მინიმალური ღირებულება შესაბამისი ტარიფის ფარგლებში; და
(ბ) ლოდინის წუთების რაოდენობის (რომელიც აჭარბებს უფასო ლოდინის წუთების რაოდენობას, მაგრამ არაუმეტეს 30 წუთისა) ნამრავლი ფასიანი ლოდინის წუთის ღირებულებაზე, მომხმარებლის მიერ არჩეული ტარიფის მიხედვით.
აეროპორტის მიმართულებით მოთხოვნის ფასიანი გაუქმებისას მოქმედებს ქალაქის ტარიფის განაკვეთები, გამონაკლისია აყვანის ღირებულება, რომელიც გამოითვლება, როგორც მომხმარებლის ქალაქგარეთ აყვანა, ტარიფის შესაბამისად.
(2) მოთხოვნის სერვისის ფუნქციონალურობის მეშვეობით გაუქმება სერვისის პარტნიორის მიერ მისი მიღებიდან 3 (სამი) წუთის გასვლისა და შესრულების დაწყების შემდეგ. მაქსიმალური თანხა, რომლის გადახდაც დაეკისრება მომხმარებელს, თითოეული მოთხოვნისთვის ინდივიდუალურად გამოითვლება, სერვისის ინტერფეისის მეშვეობით ეუწყება მომხმარებელს და არ უნდა აღემატებოდეს გამოყენების პირობებში მითითებულ მნიშვნელობებს.

ტარიფი მოქმედია 09.12.2025-მდე.

მგზავრობის მოთხოვნა ტელეფონით (ქ. თბილისი)*

+995 (32) 2 800000

როგორ მოვითხოვოთ მგზავრობა ტელეფონით
მოითხოვეთ მგზავრობა ტელეფონის ნომრით +995 (32) 2 800000
*ტარიფები, რომლებიც ხელმისაწვდომია ტელეფონით შეკვეთისას, დააზუსტეთ ოპერატორთან

List of car makes and models