აქციის წესები. პრომოკოდების გამოყენების პირობები

  1. ტერმინები
    • პრომოკოდი — სიმბოლოების გარკვეული მიმდევრობა, რომლის გააქტიურებისა და პრომოკოდის გამოყენების სხვა პირობების დაცვის შემთხვევაში, მომხმარებელს ერგება ფასდაკლება.
    • ფასდაკლება — მომხმარებლისთვის შეთავაზებული ფასდაკლება სატრანსპორტო მომსახურებაზე Yandex Go‑ს მობილურ აპში მითითებული ოდენობით, Yandex Go‑ს მობილური აპის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებაზე (შემდგომში „შეკვეთა“) მომხმარებლის პოტენციური მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის განთავსებისას.
    • კუპონი — დოკუმენტი (მათ შორის ქაღალდის ბარათი ან სხვა დასარიგებელი მასალა; პოსტერი ან საჯაროდ ხელმისაწვდომი სხვა მატარებელი; ნებისმიერი სხვა პრომომასალა/შეტყობინება, მათ შორის ელექტრონული ფორმით), რომელიც შეიცავს პრომოკოდს ან/და ფასდაკლების გამოყენების პირობებს.
  2. მომხმარებელს პრომოკოდის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, კუპონში მისი მითითების გზით მიეწოდოს.
  3. პრომოკოდი მომხმარებელს უფლებას ანიჭებს, ისარგებლოს კუპონში მითითებული ოდენობის ფასდაკლებით, პრომოკოდის გამოყენების პირობების დაცვის შემთხვევაში — რომელიც, ასევე, მითითებულია კუპონსა და წინამდებარე წესებში. ასეთ პირობებად, შესაძლოა, ჩაითვალოს შემდეგი პირობებიდან ერთ‑ერთი ან რამდენიმე:
    • ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ პირველი მგზავრობისას, ანუ Yandex Go‑ს (Yandex Taxi) სერვისის მეშვეობით განხორციელებული პირველი შეკვეთისას, მომხმარებლის ტელეფონის შესაბამისი ნომრის ან/და მომხმარებლის დაკავშირებული საბანკო ბარათის ან/და მომხმარებლის მობილური მოწყობილობის გამოყენებით, წინამდებარე პირობების მე‑8 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით;
    • ფასდაკლების შეთავაზება პირველი რამდენიმე მგზავრობისთვის (მაგალითად, „პირველ სამ მგზავრობაზე“). ასეთ შემთხვევაში ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება მომხმარებელს ეძლევა პირველი მგზავრობისას, როგორც ის განსაზღვრულია წინამდებარე პირობების პუნქტში 3.1, ასევე, შესაბამისი რაოდენობის მომდევნო მგზავრობებისას, პირველი მგზავრობის დროს პრომოკოდის გამოყენების პირობით;
    • ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისას, ანუ სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისას, Yandex Go‑ს მობილურ აპში, დაკავშირებული საბანკო ბარათის მეშვეობით (იმ ემიტენტის მიხედვით დაწესებული შეზღუდვების ჩათვლით, რომლის ბარათებიც მონაწილეობს პრომოაქციაში);
    • ფასდაკლების შეთავაზება Yandex Go‑ს მობილური აპის მეშვეობით შეკვეთის გაფორმების დროს მხოლოდ კონკრეტული პარამეტრების (მათ შორის, კონკრეტული ტარიფების) არჩევისას;
    • ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ იმ მგზავრობებისთვის, რომლებიც შესრულებულია Yandex Go‑ს მობილური აპის მეშვეობით, კონკრეტული ტერიტორიის (ქალაქების, მარშრუტის საწყისი ან/და საბოლოო წერტილების მიხედვით დაწესებული შეზღუდვების ჩათვლით) ან/და ვადის ფარგლებში. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ პრომოკოდი ძალადაკარგულად ჩაითვლება

    უნაღდო ანგარიშსწორებისთვის მიიღება მხოლოდ ფიზიკური საბანკო ბარათები; წინასწარ გადახდილი ვირტუალური საბანკო ბარათები და სხვა ელექტრონული ბარათები, ასევე, გადახდის სხვა ელექტრონული საშუალებები, არ მიიღება. სხვა შეზღუდვები, შესაძლოა, განსაზღვრული იყოს სერვისის გამოყენების პირობებში კონკრეტული ქვეყნისთვის. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებმისამართზე: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse.

    თუ ამგვარი ტერიტორია ან/და ვადა არ არის მითითებული კუპონში ან/და საიტზე, ტერიტორია იმ ქალაქისა და ოლქის საზღვრებით შემოიფარგლება, სადაც ორგანიზებულია კუპონების/პრომოკოდების გავრცელება; ვადა არის შეზღუდული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი კუპონი/პრომოკოდი საჯაროდ ხელმისაწვდომია.

  4. პრომოკოდი მოქმედებს ქალაქებში, რომლებშიც მუშაობს Yandex Go‑ს (Yandex Taxi) სერვისი, იმ ქვეყანაში, რომელშიც ვრცელდება პრომოკოდი, თუ პრომოკოდში არ არის მითითებული სხვაგვარად.
  5. ფასდაკლების ოდენობა მითითებულია მოქმედი გადასახადების გათვალისწინებით, თუ პრომოკოდში/კუპონში ან Yandex Go‑ს მობილურ აპში არ იქნება განსაზღვრული სხვაგვარად, პრომოკოდის გააქტიურების მომენტში.
  6. პრომოკოდის გამოყენება შეუძლია ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ, თუ კუპონში ან Yandex Go‑ს მობილურ აპში არ არის მითითებული სხვაგვარად.
  7. მგზავრობის ღირებულებასა და ფასდაკლების ოდენობას შორის სხვაობა, ასევე, თავად ფასდაკლების ოდენობა, ფულადი სახით არ გაიცემა.
  8. ფასდაკლებას სთავაზობენ მხოლოდ Yandex Go‑ს საინფორმაციო სერვისის პარტნიორები, რომელთაც წვდომა აქვთ სერვისზე და მომხმარებლების შეკვეთებს იღებენ.
  9. პრომოკოდების არაკეთილსინდისიერი გამოყენების ან/და პრომოკოდების გამოყენებისას დარღვევების თავიდან ასაცილებლად, Yandex იტოვებს უფლებას, მიმართოს შემოწმების სხვა მეთოდებს, რომლებიც უშუალოდ არ არის მითითებული წინამდებარე პირობებში, მათ შორის, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება, შეამოწმოს, ნამდვილად პირველად აფორმებს თუ არა მომხმარებელი შეკვეთას Yandex Go‑ს სერვისის მეშვეობით (პირველი მგზავრობა); ასევე, ფასდაკლებაზე უარი უთხრას მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება პრომოკოდის ბოროტად ან/და არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაბამისი შემთხვევები.
  10. პრომოკოდის გამოყენება, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს ტექნიკური მიზეზებით, თუ მომხმარებელი არ განაახლებს Yandex Go‑ს მობილურ აპს ბოლო ხელმისაწვდომ ვერსიამდე ან/და სხვა მიზეზით. ტექნიკური მიზეზების გამო, პრომოკოდით გათვალისწინებული ფასდაკლება, რომლის წინაპირობად ითვლება შეკვეთის ღირებულების უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდა, შესაძლოა, მიუწვდომელი იყოს, თუ გადახდის მეთოდი შეიცვალა ნაღდ ანგარიშსწორებაზე ან/და მომხმარებელმა გადახდის მეთოდი უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოგვიანებით გადაყვანა.
  11. პრომოკოდის გააქტიურება გულისხმობს მომხმარებლის სრულ თანხმობას წინამდებარე პირობებზე.
  12. პრომოკოდების აქტივაციასა თუ გამოყენებასთან დაკავშირებული მომართვების განხილვისას Yandex Go‑ს მხარდაჭერის სამსახურს უფლება აქვს, მოითხოვოს (ხოლო განმცხადებელი ვალდებულია, წარმოადგინოს) პრომოკოდის მიღების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი: ბარათის ფოტო პრომოკოდით, პრომოკოდიანი გვერდის სკრინშოტი ან/და სხვა სახის დამადასტურებელი საბუთი, მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლის მითითების შესაბამისად. ამგვარი დამადასტურებელი საბუთის არწარმოდგენის შემთხვევაში, Yandex Taxi უფლებას იტოვებს, ფასდაკლებაზე უარი უთხრას მომხმარებელს.

პრომოკოდის გააქტიურების წესი

პრომოკოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მისი გააქტიურების შემდეგ. პრომოკოდის გასააქტიურებლად საჭიროა მისი შეყვანა სპეციალურ ველში, Yandex Go‑ს მობილური აპის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებამდე.

თუ პრომოკოდის გააქტიურებას ვერ მოახერხებთ, მისწერეთ მხარდაჭერის სამსახურს Yandex Go‑ს მობილური აპის ფუნქციონალის მეშვეობით ან ელფოსტის მისამართზე support@taxi.yandex.com.