აქციის წესები. პრომოკოდების გამოყენების პირობები

  1. ტერმინები
    • პრომო კოდი – სიმბოლოების გარკვეული თანმიმდევრობა, რომლის აქტივაციისას, პრომო კოდის გამოყენების სხვა წესების დაცვის პირობით, მომხმარებელს ფასდაკლება ეძლევა.
    • ფასდაკლება - მომხმარებლისათვის ტაქსის მომსახურების ფადაკლება შპს „იანდექს ტაქსის“ (შემდგომში – იანდექსი) მიერ მითითებული ოდენობით, იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაციის მეშვეობით მგზავრების ან ბარგის მსუბუქი ტაქსით (შემდგომში – შეკვეთა) გადაადგილების პოტენციური მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის განთავსებისას.
    • კუპონი – დოკუმენტი (მათ შორის ქაღალდის ბარათი ან სხვა დასარიგებელი მასალა; პლაკატი ან შიდა საჯარო ინფორმაციული საშუალებები; ნებისმიერი სხვა პრომო მასალა), რომელიც შეიცავს პრომო კოდს და ფასდაკლების მიღების პირობებს.
    • საიტი – ინტერნეტის გვერდი, რომელიც შეიცავს პრომო კოდს და ფასდაკლების მიღების პირობებს.
  2. პრომო კოდის შესახებ კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მიერ კუპონში ან საიტზე მითითების გზით.
  3. პრომო კოდი, კუპონში ან საიტზე და წინამდებარე წესებში მისი გამოყენების პირობების დაცვისას, კუპონზე ან საიტზე მოცემული ოდენობით ფასდაკლების მიღების საშუალებას იძლევა. ასეთი პირობები შეიძლება იყოს ასევე ერთი ან რამდენიმე ჩამოთვლილთაგან:
    • ფასდაკლების უზრუნველყოფა მხოლოდ პირველი მგზავრობის დროს, ანუ ტაქსის პირველი გამოძახებისას იანდექს ტაქსის მომსახურების გამოყენებით, მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან/და მომხმარებლის მიბმული საბანკო ბარათის ან/და მომხმარებლის მობილური მოწყობიბლობის გამოყენებით, წინამდებარე პირობების მე-8 პუნქტში მოცემული დებულებების გათვალისწინებით;
    • ფასდაკლების უზრუნველყოფა პირველ რამდენიმე მგზავრობაზე (მაგალითად, „პირველ სამ მგზავრობაზე"). ამ შემთხვევაში, ფასდაკლება უზრუნველყოფილი იქნება პირველი მგზავრობისას, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე პირობების პუნქტში 3.1, აგრეთვე შესაბამისი ოდენობის შემდგომი მგზავრობების განხორციელების დროს, იმ პირობით, რომ პირველი მგზავრობის განხორციელებისას გამოყენებული იქნება პრომო კოდი;
    • ფასდაკლება უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებისას, ანუ იანდექს ტაქსის მობილურ აპლიკაციაში მიბმული საბანკო ბარათით (აქციაში მონაწილე ბარათების ემიტენტის შეზღუდვის ჩათვლით) მსუბუქი ტაქსის მეშვეობით გადაყვანის მომსახურების უნაღდო წესით გადახდისას;
    • ფასდაკლება უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ გარკვეული პარამეტრების არჩევისას იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაციის გამოყენებით ტაქსის შეკვეთის დროს;
    • ფასდაკლება უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაციის გამოყენებით მსუბუქი ტაქსით შესრულებული მგზავრობებისას, კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში (ქალაქების, მარშრუტის საწყისი და/ან საბოლოო წერტილების მიხედვით შეზღუდვების ჩათვლით) და/ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრომო კოდი უმოქმედო ხდება.

    თუ ასეთი ტერიტორია ან/და ვადა არ არის მითითებული კუპონზე ან/და საიტზე, ტერიტორია შემოფარგლულად ითვლება იმ ქალაქის და რეგიონის საზღვრებით, სადაც ორგანიზებულია კუპონების/პრომო კოდების გავრცელება; ვადა ითვლება შეზღუდულად იმ პერიოდით, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი კუპონი/პრომო კოდი საჯაროდ ხელმისაწვდომია.

  4. პრომო კოდი მოქმედია შემდეგ ქალაქებში: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, კრასნოდარი, უფა, სოჭი, პერმი, ნიჟნი ნოვგოროდი, კაზანი, სამარა, ომსკი, ტომსკი, ჩელიაბინსკი, ვოლგოგრადი, ვორონეჟი, ბალაშიხა, ვიდნოე, დზერჟინსკი, დოლგოპრუდნი, კლიმოვსკი, კოროლევი, კოტელნიკი, კრასნოგორსკი, ლიტკარინო, ლიუბერცი, მოსკოვსკი, მიტიში, ოდინცოვო, ოზერი, პოდოლსკი, პუშკინო, რამენსკოე, რეუტოვი, ხიმკი, დონის, როსტოვი, ტიუმენი, კრასნოიარსკი, ორენბურგი, ტოლიატი, სტავროპოლი, სარატოვი, მურმანსკი, ვლადივოსტოკი, ხარაბოვსკი, კალინინგრადი, რიაზანი, ვლადიკავკაზი, ჩებოკსარი, ერევანი, თბილისი, ალმა ატა, შერბინკა, შოლკოვო, ზელიონოგრადი, კოლომნა, დრეზნა, ტალდომი, ივანტეევკა, ორეხოვო-ზუევო, სტუპინო, ლუხოვიცე, სერპუხოვ, დედოვსკი, კლინი, ბრონიცი, ჟელეზნადოროჟნი, ტროცკი, ნარო-ფომინსკი, ლობნა, მოჟაისკი, ნოგინსკი, ჩეხოვი, ობნინსკი, ნახაბინო, გოლიცინო, კრასნოზნამენსკ, აპრელევკა, დომოდედოვო, ჟუკოვსკი, ელექტროუგლი, სტარაია კუპავნა, ფრიაზინო.
  5. ფასდაკლების ოდენობა მითითებულია:
    • დღგ-ის გათვალისწიებით, თუ ტაქსის მომსახურების მომწოდებელი ტაქსოპარკი დღგ-ის გადამხდელია,
    • დღგ-ის გარეშე, თუ ტაქსის მომსახურების მომწოდებელი ტაქსოპარკი გამარტივებულ საგადასახადო სისტემას იყენებს.
  6. პრომო კოდი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთი მომხმარებლის მიერ მხოლოდ ერთხელ, თუ კუპოზე ან საიტზე სხვაგვარად არ არის მითითებული.
  7. მგზავრობის ფასსა და ფასდაკლებულ თანხას შორის სხვაობა, ისევე როგორც თვითონ ფასდაკლების თანხა, ფულადი სახსრებით არ იხდება.
  8. ფასდაკლება უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ იმ ტაქსოპარკების მიერ, რომლებიც შემოთავაზებული იქნება იანდექს ტაქსის სერვისის მიერ პრომო კოდის გააქტიურებისას.
  9. პრომო კოდის არაკეთილსინდისიერად ან/და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, იანდექსი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს სხვა მეთოდები, რომლებიც პირდაპირ არ არის მითითებული წინამდებარე პირობებში, იმის შესამოწმებლად, რომ მომხმარებელი ნამდვილად პირველ გამოძახებას აფორმებს იანდექს ტაქსის სერვისის გამოყენებით (პირველი მგზავრობა), რომ მომხმარებელი არ არის იანდექსის კონტრაგენტის მომუშავე ან წარმომადგენელი, რომლისგან მან მიიღო პრომოკოდი, აგრეთვე უარი თქვას ფასდაკლების უზრუნველყოფაზე პრომო კოდის არაკეთილსინდისიერად ან/და ბოროტად გამოყენების გამოვლენის შემთხვევაში.
  10. პრომო კოდის გამოყენება შეიძლება შეუძლებელი იყოს ტექნიკური მიზეზების გამო, მომხმარებლის მიერ იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაციის უახლესი ხელმისაწვდომი ვერსიით განახლების შეუსრულებლობის შემთხვევაში და/ან სხვა მიზეზიბის გამო.
  11. პრომო კოდის აქტივაცია გულისხმობს მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობებზე დათანხმებას.
  12. იმ მიმართვების განხილვისას, რომლებიც ეხება პრომოკოდების აქტივაციასა და გამოყენებას, იანდექს.ტაქსის მხარდაჭერის სამსახურს აქვს უფლება მოითხოვოს, ხოლო მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს მიმართვას, ვალდებულია წარადგინოს მის მიერ პრომოკოდის მიღების ფაქტის დადასტურება: ბარათის ფოტოსურათი პრომოკოდით, გვერდის სქრინშოტი პრომოკოდით და/ან სხვა დადასტურება მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლის მითითების შესაბამისად. ასეთი დადასტურების წარდგენის არარსებობის შემთხვევაში იანდექს.ტაქსი იტოვებს უფლებას უარი თქვას ფასდაკლების უზრუნველყოფაზე.

პრომო კოდის გააქტიურების წესი

პრომო კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ აქტივაციის შემდეგ. პრომო კოდის გააქტიურებისათვის ტაქსის შეკვეთისას აუცილებელია მისი შეყვანა სპეციალურ ველში: