რა არის იანდექს ტაქსი?

იანდექს ტაქსი – ეს არის მომსახურება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფად გამოიძახოთ ოფიციალური ტაქსი, დისპეჩერთან დარეკვის გარეშე და თვალყური ადევნოთ შეკვეთის შესრულებას რუკაზე. ტაქსის შეკვეთა შესაძლებელია საიტზე ან სმარტფონის მობილური აპლიკაციით. მანქანის მიწოდების საშუალო დრო — 4-5 წუთი.

შეკვეთები ჩვენს პარტნიორებს – ტაქსის სამსახურებს გადაეცემათ. ისინი შეკვეთის უშუალო შემსრულებლებს წარმოადგენენ. თითოეული მძღოლი ორჯერ გადის წინასწარ შემოწმებას იანდექს ტაქსის სერვისში: ჩვენ ვამოწმებთ ქალაქის ცოდნასა და კლიენტზე ორიენტირებულობას, ასევე მანქანის მდგომარეობასა და მის შესაბამისობას ჩვენს ხარისხის სტანდარტებთან.

იანდექს ტაქსი მუშაობს რუსეთში, ბელარუსში, სომხეთსა და ყაზახეთში. ჩვენ ყოველთვიურად ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობას და ახალ ქალაქებსა და რეგიონებში ვხსნით ჩვენს სერვისებს.

ძირითადი შესაძლებლობები:

  • ტაქსის მოსახერხებელი გამოძახება დისპეჩერთან დარეკვის გარეშე;
  • ხელსაყრელი ტარიფები მანძილის მიუხედავად;
  • მოსკოვის ნებისმიერ აეროპორტში მგზავრობის ფიქსირებული ფასი;
  • მანქანის სწრაფი მოძიება, მგზავრის მოთხოვნების გათვალისწინებით (საბავშვო სავარძელი, ქვითრის მიწოდება და სხვა);
  • აპლიკაცია აჩვენებს დეტალურ ინფორმაციას მძღოლისა და მისი ავტომობილის შესახებ;
  • მძღოლის მოძრაობა აისახება რუკაზე.

თქვენი ქალაქის ტარიფების გაცნობა შეგიძლიათ აქ.

თუ შენიშვნები გაქვთ აპლიკაციის მუშაობასთან ან შეკვეთის შემსრულებელი ტაქსის სამსახურთან დაკავშირებით, მოგვწერეთ.